რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [Photo]

2026-09-19 19:15:00

რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით თოდრიას ქუჩაზე "მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.