2026-09-19 18:15:32
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასური გაიზარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და აცნობა მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით.
"ინფო რუსთავი" ინფორმაციის მოპოვების მიზნით გაესაუბრა ერთ-ერთ მძღოლს, რომელმაც განაცხადა რომ ყველა მარშრუტზე მგზავრობის ფასი გაიზარდა და 3 ლარი გახდა.
"ყველა ხაზი გაძვირდა. საწვავის გამო გაძვირდა 50 თეთრით. ჩვენც არ ვიცოდით, კომპანიამ გუშინ საღამოს გვაცნობა, რომ ხვალიდან ივლით 3 ლარადო",- განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
კომპანია ფასების გაზრდამდე ვალდებულია წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტს და მოხდეს საკრებულოზე საკითხის განხილვა, რაც "ინფო რუსთავის" ინფორმაციით არ მომხდარა.