რუსთაველი, ილია ქურდაძე იტალიის საკალათბურთო აკადემიაში მიიწვიეს

2026-09-19 15:17:45

რუსთაველი 12 წლის კალათბურთელი ილია ქურდაძე იტალიის საკალათბურთო აკადემიაში განაგრძნობს ასპარეზს.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთი"-სთვის გახდა ცნობილი, 12 წლის კალათბურთელი იტალიის, კლუბ "Roseto Basket Academy"- ში განაგრძობს თამაშს.

ილია ქურდაძე რუსთავის 12 წლამდელთა საკალათბურთო  გუნდში თამაშობდა, მისი მწვრთნელი კი  ოთარ ხმელიძე იყო. თავდაპირველად კალათბურთელი კემპ ბანაკში შეამჩნიეს, რის შედეგაც კლუბის აგენტი მწვრთნელს დაუკავშირდა. მოლაპარაკების შემდეგ კი ილია ქურდაძე მალევე მიიწვიეს.

"ეს ყველაფერი დაიწყო GBM Agency-ს მიერ ორგანიზებულ კემპზე, სადაც იტალიელმა სკაუტმა, Venanzio D’Alessio-მ და ქართველმა gbm agency -ის ორგანიზატორმა ლევან გოგალაძემ ილიას მისცა შესაძლებლობა, საკუთარი თავი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გამოეცადა. სწორედ ამ შანსმა გაუხსნა გზა ახალ თავგადასავალს — და დღეს ილია უკვე იტალიაშია, Roseto Basket Academy-ში",- აცხადებს ილია ქურდაძის მშობელი.