2026-09-19 14:52:57
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად რუსთაველი მშბლები სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვავენ, რომ
სკოლებში რომლებშიც მოსწავლეები სწავლობდნენ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ან საერთოდ არ არის დაწყებული რემონტი.
აღნიშნული კითხვით თუ რატომ არ გამოცხადდა ტენდერი და რატომ არ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" განათლების მინისტრს მიმართა.
რუსთავის N1,2,3 სკოლების რეაბილიტაციის ტენდერებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა, რომ მიმდინარეობს პრიორიტეტებიდან გამომდინარე ტენდერების გამოცხადება.
"მოცემულობა გვაქვს შემდეგი ჩვენ შარშან თითოეულ მუნიციპალიტეტთან ერთად განვსაზღვრეთ პროექტი რომელიც სკოლებთან მიმართებაში და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან მიმართებაში არის. ამ კუთხით რა თქმა უნდა, რუსთავის სკოლებიც იქნა განხილული და ჩამოვაყალიბეთ პრიორიტეტი რომელიც არის 2026-27-28 წლებთან მიმართებაში.
ეს პრიორიტეტები ოფიციალური წერილით გაეგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეტაპობრივად აცხადებს ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე ტენდერებს. ჩვენ ვნახეთ რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ათეულ სკოლაზე მათ უკვე გამოაცხადეს ეს ტენდერი. თუმცა როგორც ვიცი წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ათეულ სკოლაზე აპირებენ ტენდერის გამოცხადებას. ამასთანავე ყოველკვირეულ რეჟიმში იკრიბება უწყებათაშორისი კომისია.
რომელიც სამინისტროებს შორის არეგულირებს კოორდინაციის საკითხს სასკოლოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ეს კომისია გასულ კვირასაც შეიკრიბა მომავალ კვირაშიც შეიკრიბება და ყოველ ჯერზე განვიხილავთ თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. მინდა დაგარწმუნოთ რომ როგორც რუსთავთან და ნებისმიერ სხვა ქალაქთან, მუნიციპალიტეტთან მიმართებაში, მაქსიმალურად კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისროსთან რომ ყველა საკითხი იყოს დროულად გადაჭრილი თუმცა ვხედავთ რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში ესე ვერ ხერხდება ყველაფერს სჭირდება დრო.
პოლიტიკური ნება არის, თანხა მობილიზებული არის. სამწუხარდ არის შემთხვევები რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად იქცევა მაგრამ ჩვენ მობილიზებული ვართ რომ ეს საკითხები უახლოეს წელიწადებში დარეგულირდეს",- განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
"ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდმა წლის დასაწყისში განუცხადა, რომ პროექტების მომზადება მიმდინარეობდა, რისი დასრულების შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად ზაფხულში გამოაცხადებდნენ ტენდერებს.