ქვემო ქართლში სასაფლაოზე ხანძარი გაჩნდა

2026-08-08 15:49:14

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, სასაფლაოზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი არის მობილიზებული.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია.