ქვემო ქართლში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2026-08-08 11:52:56

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ქალს ავტომობილი დაეჯახა. ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.