2026-08-08 14:30:42
ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა.
არსებული ინფორმაციით მუქარას ოჯახური კონფლიქტი უძღვოდა წინ.
მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.