2026-08-08 15:21:46
გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ დააკავა ქართველი მამაკაცი, რომელიც ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით ბულგარეთის მოქალაქედ ასაღებდა თავს.
ავტომობილის ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ კაცის მიერ წარდგენილი ბულგარული პირადობის მოწმობა ყალბი აღმოჩნდა.
ოფიცრებმა ასევე აღმოაჩინეს საქართველოს პასპორტი და საქართველოს პირადობის მოწმობა.
საქართველოს მოქალაქე ამჟამად დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით არის დაკავებული და გამოძიების დასრულების შემდეგ დეპორტირებული იქნება საქართველოში.
ინფორმაციას გერმანული მედია "presse-augsburg.de" ავრცელებს.