რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს [video]

2026-07-09 00:36:28

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კოსტავას გამზირზე 50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ბრალდებული, რომელმაც კაცი ცივი იარაღით დაჭრა ადგილიდან მიიმალა. 

პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.