2026-07-08 22:04:21
მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მოტოციკლი რესტორან „ფაეტონში“ შევარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 წლის მამაკაცი.
გარდაცვლილი მარნეულის მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმა, 47 წლის ლაშა ფანგანია.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.