მოტოციკლეტი რესტორანში შევარდა [Photo]

2026-07-08 19:23:07

მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მოტოციკლი რესტორან „ფაეტონში“ შევარდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით არის დაწყებული, რას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო:MarneuliNews