2026-05-27 17:39:25
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის საზაფხულო ბაღში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 29 მაისს დაიწყება.
"2026 წლის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება!
მშობლების საყურადღებოდ!
მიმდინარე წელს, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ საზაფხულო ბაღი სამ ფილიალში იმუშავებს: №1 ბაღი, №23 ბაღი, №31 ბაღი.
ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება 29 მაისს
ვებგვერდზე: www.rustavikids.ge
საზაფხულო ბაღით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რუსთავის ბაგა-ბაღებში უკვე ჩარიცხულ აღსაზრდელებს.
გისურვებთ მხიარულ და ბედნიერ ზაფხულს!",- ნათქვამია განცხადებაში.