პოლიციამ დაკავების დროს 2 პირზე ფიზიკურად იძალადა

2026-05-27 15:40:29

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, დაკავების დრის 2 კაცზე ფიზიკურად იძალადა.

ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივმა მედიამ ქართლის ამბებმა გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, მათ შორის უცნობია, რა გახდა ორი პირის დაკავების მიზეზი.

მომხდართან დაკავაირებით საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” კომენტარს ელოდება შსს-გან.