რუსთავში 3000-მდე აბონენტს დენი გაეთიშება

2026-05-27 18:25:08

რუსთავში 3000-მდე აბონენტს დენი გაეთიშება.

ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, 28 მაისს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მისამართებზე: რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვი, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილი, მცხეთის, გოგოლის, ბარნოვის, გ. ჯავახიშვილის, კახეთის, ჩეხოვის, სამგორის, ჩაპაევი, ჯავახიშვილის, ჭყონდიდელის დასახლება, მშვიდობის.

ასევე 12:00-დან 14:00-მდე: მეგობრობის, მე-11, გრანელის.

13:00-დან 15:00-მდე: დ/გარეჯის, მშვიდობის, გაგარინის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მშენებელთა, მაზნიაშვილის.