როდის დაიწყება რუსთავის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია

2026-05-27 18:03:29

რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო, ხოლო საყოველთაო რეგისტრაცია 12 ივნის იქნება.

ინფორმაციას ააიპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

"2026-2027 სასწავლო წლისათვის ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება სამ ეტაპად ვებგვერდზე: rustavikids.ge

I ეტაპი — პრიორიტეტული რეგისტრაცია

27 მაისი, 2026
10:00 – 17:00
პრიორიტეტული კატეგორიები:
* სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები;
* დედმამიშვილები (თუ და/ძმა უკვე ირიცხება ბაღში, გარდა 5-6 წლიანი ჯგუფისა);
* მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილები;
* მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
* დედით ან მამით ობოლი ბავშვები;
* მრავალშვილიანი ოჯახის შვილები;
* ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ პირთა შვილები.
პრიორიტეტული სტატუსით დარეგისტრირებულმა მშობელმა შესაბამის ბაღში დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს **არაუგვიანეს 10 ივნისისა. 
II ეტაპი — საყოველთაო რეგისტრაცია
12 ივნისი, 2026
რეგისტრაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
10:00 – 10:55 → 2-3 წლიანი ჯგუფი
 (16.09.2023 – 15.09.2024 დაბადებულები)
11:00 – 11:55 → 3-4 წლიანი ჯგუფი
 (16.09.2022 – 15.09.2023 დაბადებულები)
12:00 – 12:55 → 4-5 წლიანი ჯგუფი
 (16.09.2021 – 15.09.2022 დაბადებულები)
13:00 – 13:55 → 5-6 წლიანი ჯგუფი
 (16.09.2020 – 15.09.2021 დაბადებულები)
საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის დაწყების წინ, ხოლო ბაღებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა გამოქვეყნდება რეგისტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე
II ეტაპზე დარეგისტრირებულმა მშობელმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 30 ივნისისა.
ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები
* ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
* ჯანმრთელობის ცნობა;
* სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში - ფორმა N100 ან N50;
* 2 ფოტოსურათი (3x4);
* ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ;
* დევნილი ბავშვის შემთხვევაში - შესაბამისი სამინისტროს ცნობა.
III ეტაპი
31 აგვისტო, 2026
10:00 – 17:00
რეგისტრაცია გაიმართება იგივე წესით, როგორც II ეტაპი
",- ნათქვამია განცხადებაში.