დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

2026-04-23 15:58:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა  დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. 

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული  აფხაზეთის ტერიტორიაზე. დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი",- ნათქვამია განცხადებაში.