ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

2026-04-23 14:48:53

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტა პრიუსის" და "ვაზ 2106" მსუბუქი ავტომობლები შეეჯახა. 
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.