გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

2026-04-23 13:09:32

გურჯაანში, ველისციხეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

სახლის აალების შედეგად დაიწვა ეზოში მდგომი ავტომობილიც.

ხანძარი ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.