სესმა კონსერვის არალეგალური საწარმო გამოავლინა

2026-04-23 12:57:37

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონსერვის არალეგალური საწარმო გამოავლინა. ამასთან დაკავშირებით სესი განცხადებას ავრცელებს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო  გამოავლინა
 სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
აღნიშნული დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. დაილუქა ასევე 41 ბიდონი პომიდვრის სოუსი და 560 ქილა აჯიკა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით";- ნათქვამია განცხადება
ში.