6 წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანა აღარ იკრძალება

2026-03-12 14:45:06

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი აქციზი.

შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"მოგეხსენებათ ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტირებები შევიყვანოთ ამ გადაწყვეტილებაში კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი. აქციზი იქნება შესაბამისი განსაზღვრული 1 კუბზე 4,5 ლარი. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.