2026-03-12 11:38:41
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული გ.ხ.; 2007 წელს დაბადებული ნ.კ.; 2006 წელს დაბადებული გ.ა. და 2002 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1995 წელს დაბადებულ ქ.ქ.-ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა.
ბრალდებულების მიერ ქ.ქ.-სთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს.
პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნაქთქვამია განცხადებაში.