2026-03-12 13:45:08
ტანკერზე, რომელიც ერაყის წყლებში ირანმა დაბომბა, 23 ქართველი იმყოფებოდა.
მეზღვაურების ინფორმაციით, ტანკერი არამხოლოდ ნავებით, რომლებზეც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული, არამედ დრონებითაც ააფეთქეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.
"მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები",- განაცხადა მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.
შეგახსენებთ რომ თავდასხმა 12 მარტს ღამით მოხდა და მისი სამიზნე ხომალდებიდან ერთს მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს ქართველი კაპიტანი ჰყავდა. გემზე 23 ქართველი მეზღვაური იყო.