2026-03-07 15:24:36
კრეტაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს.
ინფორმაციას უცხოური მედია "tovima" ავრცელებს.
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად უკანონო საზღვრის გადმოკვეთას და ბინადრობას ედავებოდნენ. სამართალდამრღვევი თებერვლის თვიდან თვალთვალის ქვეშ იყო.
საქართველოს მოქალაქეს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და 5000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.