2026-03-07 11:27:46
„პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ო.ბ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი - 809 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.