რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [Video]

2026-03-07 13:06:14

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფორ უსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვეს" და "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა. პაციენტი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.