2026-03-07 13:28:28
გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძაღლის მეპატრონე ამბობს, რომ სროლის ხმა თავადაც გაიგო.
მისი თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი მდინარეში გადააგდეს.