ქვეყნიდან გაძევების მიზნით 1 პრი დააკავეს

2025-11-09 12:29:23

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.მ. დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირის მონაწილეობით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით.

აღნიშნული ქმედების გამო, ნ.მ. დაკავებულ იქნა  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩადენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ნ-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 4000 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.