"ხელმძღვანელის თანხმობას მხოლოდ ერთწლიანი ვადა აქვს"

2025-11-01 12:15:31

რა ცვლილებები შეეხება 1 ნოემბრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს .

 “საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით სფეროში დასაქმებას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში  უკვე დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს. ხოლო ხელმძღვანელის თანხმობას მხოლოდ ერთწლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო.

საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) პარალელურად შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. ამ თანხმობასაც ანალოგურად ერთწლიანი ვადა აქვს. თანხმობების გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და მისი გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს”, – წერია გივი მიქანაძის უწყების ინფორმაციაში.