იტალიაში 27 წლის ქართველი დააკავეს

2025-11-01 11:35:42

იტალიაში ქართველი დააკავეს.

მას ბრალად ედება ქურდობა. 

27 წლის მამაკაცს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მოპარვა და არალეგალურად საკუთარ საცხოვრებელ სახლში შენახვა.

"აველინოსა და ნეაპოლის პოლიციამ  27 წლის საქართველოს მოქალაქე აველინოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იარაღისა და ძვირფასი ნივთების დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობისთვის დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი პოჯორეალეს ციხეში გადაიყვანეს. ნაპოვნი და ამოღებულია მოპარული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 სანადირო თოფი" - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მსჯავდებულის მიმართ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები