2025-11-01 15:04:41
გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში მცირედით - 0.01%-ით გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 003 დოლარად ივაჭრება.
აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ თვეში 4%-ით, ხოლო გასული ერთი წლის განმავლობაში 46%-ით არის გაძვირებული.
ოქროსგან განსხვავებით, 0.26%-ით შემცირდა ვერცხლის ფასი. 1 უნცია მსოფლიო ბირჟებზე ამჟამად 48.7 დოლარად ივაჭრება, რაც თვის ჭრილში 4.8%-ით, ხოლო წლიურად 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ფასების მატება უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. ასე მაგალითად, თუ გუშინ 1 გრამი 999-სინჯიანი ოქროს ფასი 358 ლარს შეადგენდა, წელს ღირებულება 360 ლარამდეა გაზრდილი.
ამასთანავე, ფასების მცირედი ზრდა შეინიშნება ვერცხლის შემთხვევაში. საქართველოში 1 გრამი 999-სინჯის მქონე ვერცხლი ამჟამად 4.48 ლარი ღირს, გუშინ კი 4.41 ლარი ღირდა.
წყარო : bpn