ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის რუსთავში

2025-10-04 15:44:24

15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 28 934 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 28%-ია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის 45 716 ადამიანს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი 36 245-ს.

რუსთავში სულ რეგისტრირებულია 106 654 ამომრჩეველი.