რიკოთზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი - ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.