თბილისში ეზოში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაღუპულია დედ-მამა და არასრულწლოვანი შვილი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.