12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 18882 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 17,7%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის 26 854 ადამიანს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი 18 805-ს.
რუსთავში სულ 61 საარჩევნო უბანია გახსნილი, საიდანაც 3 სპეცუბანია.