რუსთავში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 9580 ადამიანი მივიდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.