რუსთავში კაცი გადაარჩინეს [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცენტრალურ ხიდზე 50 წლამდე კაცი ხიდის ჯებირის მიღმა იყო გადასული. გამვლელებმა დროულად შენიშნეს კაცი, ავტომობილები გააჩერეს, მივიდნენ და მისი ჯებირის მეორე მხრიდან ხიდზე გადმოყვანა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხიდზე ასევე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
გამვლელების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შედეგად კაცი გადარჩა.