რუსთავში ახალგაზრდა ხიდიდან გადახტა

2023-10-06 00:10:43

რუსთავში ახალგაზრდა ხიდიდან გადახტა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ცენტრალური ხიდის მოაჯირს მიღმა გადავიდა და მდინარე მტკვარში ჩახტა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მაშველებმა ახალგაზრდა გადაარჩინეს, მათ მდინარეში შესვლა მოახერხეს და ახალგაზრდა წყლიდან ამოიყვანეს.

მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.