რუსთავში მეთევზეს ბრალს წაუყენებენ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცენტრალურ ხიდზე, კოსტავას გამზირზე, 30 წლამდე მამაკაცი უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოავლინეს.
არსებული ინფორმაციით მეთევზე ანკესზე მობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას, რაც კანონით აკრძალულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ 300- მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.