ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2022-10-12 00:02:25

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. "ახალ ხიდთან" "ოპელისა" და " ტოიოტას" მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, 3 მარდალეიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს კი პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია.

არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.