რა მდგომარეობაა იაღლუჯის ფერდობზე, სადაც სააგარაკე მიწები იყო [video]

2025-08-20 11:26:53

იაღლუჯის ფერდობზე, სადაც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რუსთაველებმა სააგარაკე მიწები მიიღეს, ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.

ბოლო პერიოდში მიწის მფლობელები გააქტიურდნენ და ნაკვეთების დასარეგისტრირებლად საჭირო პროცედურები დაიწყეს.

როგორ უნდა დაირეგისტრირო მიწის ნაკვეთი და ზოგადად, რუსთაველები მიწის რეგისტრაციის პროცესში რა პრობლემებს აწყდებიან ამაზე წინა სტატიებში უკვე ვისაუბრეთ, ახლა მოგიყვებით რა მდგომარეობაა იმ ტერიტორიაზე, სადაც გასულ საუკუნეში ადამიანები ცხოვრობდნენ და ყოველ შაბათ-კვირა დასასვენებლად ადიოდნენ.

აგარაკებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, როგორც იქ მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, არ არის არც წყალი და არც დენი. 

ორივე მხარეს წლების წინ აშენებული სახლები უპატრონოდაა მიტოვებული, დანგრეულია და გაძარცულია.

ადგილობრივი ნონა ჩხაიძის თქმით, მიტოვებული სახლებიდან დღემდე გააქვთ რკინის ნივთები, მათ შორის ღობის ნაწილებიც.