რუსთაველმა სპორტსმენმა აკაკი ციცქიშვილმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა და მასში მონაწილეობა არაერთი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
აკაკიმ 93 კილოს აწევით გააუმჯობესა თავისივე შედეგი და ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად გახდა აბსოლუტური გამარჯვებული და გადაეცა ქამარი აბსოლუტურ კატეგორიაში.
აკაკი ციცქიშვილი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენია.