სატრედიაში კაცი დაჭრეს.
კაცს ჭრილობები ხელსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
უწყებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პ.შ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1978 წელს დაბადებული გ.ს. დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა პ.შ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.