რუსთავში ავტომობილი დაიწვა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე გაჩერებულ “მერსედესის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.