სკოლის მიმდებარედ მიტოვებული ჩვილი იპოვეს

2025-07-29 16:12:10

სკოლის მიმდებარედ მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ზეწარში გახვეული მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარედ ნახეს და ის ქუთაისშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავის მხრივ, განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.