რუსთავის მერია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამას აგრძელებს.
"ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადები მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება ასევე აქვს იმ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც აქვს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და რუსთავის მუნიიპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დასტურდება ბოლო 1 წლის განმაავლობაში, ოჯახის რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ცხოვრების ფაქტი.
მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით თითოეულზე 35 ლარის ოდენობით.
ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში, ის ოჯახები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით", - ნათქვამია მერიია ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.