"დახმარება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით"

2025-06-27 16:39:52

რუსთავის მერია უხუცეს მოქალაქეთა დახმარების სოციალურ პროგრამას აგრძელებს. 

"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გათვალისწინებულია თითოეული ბენეფიციარის დახმარება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - ნათქვამია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციში.