6 ჭრილობა მუცლის არეში

2025-06-27 17:35:52

რუსთავში კაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთვის" ინფორმაციით შემთხვევა მე-17 მკრ-ში მოხდა. 

სიტყვიერი შელაპარაკება 30 წლამდე მამაკაცებს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

მამაკაცმა, ნაცნობს, ცივი იარაღით, მუცლის არეში 6 ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.