ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

2025-06-27 17:46:09

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვრინი-ალავერდის გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა, ავტომობილის მგზავრი ქალი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე, მსუბუქად დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე ავტომობილის მძღოლი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.