რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა

2025-06-24 14:16:42

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს "ვოლკსვაგენისა" და "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.