აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მანქანის დაჯახების შედეგად აქციის ორი მონაწილე დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის ადვოკატის თქმით, დაზარალებულს მანქანის შეჯახების შედეგად ნეკნი აქვს მოტეხილი.
შემთხვევა 23 ივნისს თბილისში, ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.